კალიფორნიის გარეუბანი ათერტონი Bloomberg-ის ყოველწლიური ყველაზე მდიდარი ადგილების ინდექსის მიხედვით, უკვე ზედიზედ მეოთხე წელია პირველ ადგილს იკავებს.
"სილიკონ ველიდან 20 წუთის სავალზე და სან-ფრანცისკოს ცენტრიდან 45 წუთის სავალზე მდებარე უბანი არის ადგილი, სადაც ბევრი მილიარდერი ცხოვრობს", - განაცხადა უძრავი ქონების სააგენტოს The Agency San Francisco-ს მმართველმა პარტნიორმა რეიჩელ სვანმა განაცხადა.
"სახლები ათერტონში წარმტაცია. სასახლეები ლანდშაფტური ბაღების და ულამაზესი პეიზაჟის ფონზეა გადაჭიმული", - განაცხადა რეიჩელ სვანმა.
ათერტონს Bloomberg-ის რეიტინგში მოჰყვება ნიუ-იორკის ერთ-ერთი უბანი სკარსდეილი, რომელიც მანჰეტენიდან 25 მილის მოშორებით მდებარეობს.
Bloomberg-ის მიხედვით, ამერიკის ყველაზე მდიდარი ადგილების ათეული ასე გამოიყურება:
1. ათერტონი, კალიფორნია
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $525,324
2. სკარსდეილი, ნიუ-იორკი
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $452,041
3. ჰილსბორო, კალიფორნია
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $430,681
4. ჩერი ჰილს ვილიჯი, კოლორადო
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $406,314
5. ლოს ალტოს ჰილსი, კალიფორნია
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $405,073
6. შორტ ჰილსი, ნიუ-ჯერსი
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $388,760
7. ჰაილენდ პარკი, ტეხასი
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $365,025
8. გლენკო, ილინოისი
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $358,543
9. უინეტკა, ილინოისი
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $353,700
10. დერიენი, კონექტიკუტი
ოჯახის საშუალო შემოსავალი: $352,839
სრული სიის ნახვა, რომელშიც 200 ადგილია შესული, Bloomberg-ზე შეგიძლიათ ნახოთ.