Visualcapitalist-მა Forbes-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ამერიკის TOP-10 უმდიდრესი ოჯახის სია, რომელთა ჯამური ქონებაც 1.2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
სიის სათავეში უოლტონები - სემ უოლტონის მემკვიდრეები, მსოფლიოს უდიდესი საცალო სავაჭრო ქსელის Walmart-ის დამფუძნებლები არიან. უოლტონების ქონება 247 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
მეორე ადგილი დაიკავა კოხების ოჯახმა, რომელიც აშშ-ში სიდიდით მეორე კერძო კომპანია Koch Industries Corporation-ს მართავს. კოხების ქონება 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მესამე ადგილზეა მარსების ოჯახი - მსოფლიოში უდიდესი საკონდიტრო კომპანია "მარსის" მფლობელები, რომელიც M&M-ს და Snickers-ს აწარმოებს. ანალიტიკური პორტალის მიხედვით, მათი ოჯახის ქონება 94 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
მეოთხე ადგილი დაიკავა კარგილ-მაკმილანების ოჯახმა (47 მილიარდი დოლარი), რომელიც Cargill-ში 88% წილს ფლობს. აღნიშნული კომპანია აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილესი კერძო კომპანიაა, რომელიც კვების პროდუქტებს აწარმოებს, ნედლეულით ვაჭრობს.
მეხუთე ადგილზე ლაუდერების ოჯახია, რომელთა მფლობელობაშიც არის მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური და პარფიუმერული კომპანია "ესტე ლაუდერი". ლაუდერების ოჯახის ქონება 36 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ამერიკის TOP-10 უმდიდრესი ოჯახის რეიტინგი:
1. უოლტონების ოჯახი - 247 მილიარდი აშშ დოლარი
2. კოხების ოჯახი - 100 მილიარდი აშშ დოლარი
3. მარსების ოჯახი - 94 მილიარდი აშშ დოლარი
4. კარგილ-მაკმილანების ოჯახი - 47 მილიარდი აშშ დოლარი
5. ლაუდერების ოჯახი - 40 მილიარდი აშშ დოლარი
6. ჯონსონების ოჯახი - 37 მილიარდი აშშ დოლარი
7. ედუარდ ჯონსონის ოჯახი - 36 მილიარდი აშშ დოლარი
8. კოქსების ოჯახი - 34 მილიარდი აშშ დოლარი
9. პრიცკერების ოჯახი - 32.5 მილიარდი აშშ დოლარი
10. ნიუჰაუსების ოჯახი - 30 მილიარდი აშშ დოლარი.