მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკული კომპანია, რომელშიც ქართველი გოგო ბიზნესგანვითარების მენეჯერია, „ნასდაქზე“ გავიდა

604910041e430
თამთა ჯიჯავაძე
11.03.21 00:00
2273
ამერიკული კომპანია View-ი, რომელშიც ქართველი გოგო ნინა ჭელიძე ბიზნესგანვითარების მენეჯერის პოზიციას იკავებს, „ნასდაქზე“ გავიდა და საჯაროდ დაილისტა. შედეგად, ტრადიციულად „თაიმს სქვერზე“ „ნასდაქმა“ კომპანიის დასაქმებულების ფოტოები გამოფინა, რომელთა შორისაც ქართველი ნინას ფოტოც მოხვდა.

ნინა ჭელიძე ამერიკულ კომპანიას დაახლოებით ერთი წლის წინ, პანდემიის დაწყებამდე შეუერთდა. კომპანია View-ი ქმნის ე.წ ჭკვიან მინებს ფანჯრებისთვის, რომელიც ფერს და სიმუქეს ამინდის მიხედვით იცვლის. ნინა ჭელიძე კომპანიაში ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონის ბიზნესგანვითარების მენეჯერია. აღნიშნული რეგიონი კომპანიისთვის უმსხვილეს ბაზრად მიიჩნევა.

„მე და ჩემი გუნდი პროდუქტის კომერციალიზაციაზე ვმუშაობთ, კომუნიკაცია გვაქვს უძრავი ქონების მსხვილ კომპანიებსა და კორპორაციებთან. ვამყარებთ მათთან პარტნიორობას, რათა მშენებლობაში ჩვენი პროდუქცია გამოიყენონ. ეს ნამდვილად არაა მარტივი საქმე“, - აღნიშნა ნინა ჭელიძემ bm.ge-სთან საუბარში.

ნინა უკვე ათი წელია ამერიკაში ცხოვრობს. მანამდე ის მუშაობდა მარკეტინგის და ბიზნესგანვითარების მიმართულებით HR-საკონსულტაციო კომპანიაში, რომელიც ტექნოლოგიური კომპანიების და მსხვილი ორგანიზაციების წამყვან პოზიციებზე კადრების შერჩევას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები