მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ანგუს ჯგუფი“: 3 თვე ხორცის რეალიზაცია შეჩერებული გვქონდა

5ef0909e7118e
ვიქტორია მღებრიშვილი
22.06.20 17:13
2158
„ანგუს ჯგუფი“, რომელიც სოფელ მარტყოფში ანგუსის ჯიშის ხარების ფერმას მართავს, მარტიდან სრულად გაჩერებული იყო.

როგორც BM.GE-ისთან საუბრისას კომპანიის დამფუძნებელი ოთარ კობახიძე ამბობს, რომ „ანგუს ჯგუფი“ ანგუსის სტეიკებით ძირითადად სარესტორნე ბიზნესს ამარაგებდა, შესაბამისად, ჰორეკა სექტორის სრულად გაჩერებამ მათზე დიდი გავლენა მოახდინა. 

„ამ სამი თვის განმავლობაში შეჩერდა ძვირადღირებული ხორცის რეალიზაცია. 5 მარტს გვქონდა ბოლო გაყიდვა და მას შემდეგ ივნისამდე სარესტორნე ბიზნესის უმოქმედობის გამო გაყიდვები სრუალდ შეჩერებული გვქონდა. ამ პერიოდში დაახლოებით, 200 კგ სტეიკის ხორცი დაგვრჩა გაუყიდავი, 1 კგ-ის ღირებულება 57 ლარია. მიუხედავად ამისა, საკუთარი ფინანსური რესურსით შევძელით, ფერმაში დასაქმებული 5 ადამიანი შეგვენარჩუნებინა“, - გვითხრა ოთარ კობახიძემ. 

მისივე თქმით, რესტორნების ამოქმედების შემდეგ კომპანიამ მუშაობა ნაწილობრივ და გარკვეული სიახლეებით განაახლა.

„როგორც კი, რესტორნები ამუშავდნენ, ჩვენც აღვადგინეთ კავშირები მათთან და განვაახლეთ მიწოდება, თუმცა ახლა 50%-ით ვართ დატვირთულები, რადგან სარესტორნო ბიზნესი სრულად არ ამოქმედებულა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ახალი ბიზნესის მშენებლობის ეტაზე ვართ. ვაფართოებთ პარტნიორთა წრეს და ვთავამშრომლობთ, როგორც ძველ, ასევე, ახალ დამკვეთებთან“, - ამბობს „ანგუს ჯგუფის“ დამფუძნებელი.

პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე, ოთარ კობახიძემ ახალი კომპანია „ნატურველი“ დააარსა, რომელიც ადგილობრივი ფერმერებისგან საქონლის, ღორის და ფრინველის ხორცს ჩაიბარებს, ახალ მოწყობილ საწარმოში, რომელიც თბილისში, აეროპორტის დასახლებასთან ახლოს მდებარეობს, გადაამუშავებს და რესტორნებთან ახალი თანამშრომლობის პირობებით ყველა სახის ხორცპროდუქტს მიაწვდის. 

„ჩვენი პარტნიორებისგან ჩავიბარებთ ხორცს, გადავამუშავებთ და ყველა სახის ხორცს მივაწვდით კვების ობიექტებს, რომელთანაც ვითანამშრომლებთ“, - ამბობს „ანგუს ჯგუფის“ და ახლა უკვე „ნატურ ველის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები