მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანგუს ჯგუფი“ ფერმას აფართოებს - ინვესტიცია 50 000 დოლარია

62aaefdfc0818
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.22 22:42
1302
“ანგუს ჯგუფი“ მესაქონლეობის ფერმას აფართოებს, რისთვისაც 50 000 დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

BM.GE-სთან კომპანიის და ფერმის მმართველი ოთარ კობახიძე ამბობს, რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ანგუსის ხორცზე სარესტორნე სფეროდან მოთხოვნა გაიზარდა. ამასთან ვინაიდან კომპანია ვაკეში, 1 თვეში, საკუთარი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს, „ანგუს ჯგუფი“ წარმადობის გაზრდის საჭიროების წინაშე დადგა.

„დღეისთვის ფერმაში 200 სული ანგუსი გვყავს. პანდემიის შემდეგ ანგუსის ხორცზე მოთხოვნა გაიზარდა და რესტორნებთან კვლავ აქტიურად ვთანამშრომლობთ. დაახლოებით 50-მდე რესტორანს ვამარაგებთ მაღალი ხარისხის ანგუსის სტეიკებით. შესაბამისად ფერმის გაზრდას ვგეგმავ, შეკვეთა უკვე მიცემული მაქვს და 100 ანგუსი 1.5 თვეში ჩამოვა, ამის შემდეგ კიდევ გავაკეთებ შეკვეთას. ამით წარმოებული პროდუქტის წარმადობა წლიურად 40 ტონით გაიზრდება, რისთვისაც დაახლოებით 50 000 დოლარის ინვესტიციას განვახორციელებთ“, - ამბობს ოთარ კობახიძე და დასძენს, რომ დღეს ფერმიდან საბოლოო პროდუქტის სახით წლიურად დაახლოებით 12 ტონა ხორცი იწარმოება და ფერმაში 10 ადამიანი მუშაობს.

„ანგუს ჯგუფის“ დამფუძნებელმა რესტორნებთან პარტნიორობის სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის შემდეგ ყველა ბიზნესი გამოწვევების წინაშე დადგა. დღეს პრობლემას გადახდა წარმოადგენს, რაც ჩემი ბიზნესისთვის გამოწვევას წარმოადგენს. პოსტპანდემიურ პერიოდში რესტორნებსაც პრობლემები შეექმნათ და მათი ნაწილი დაიხურა კიდეც. რესტორნებიდან ანგუსის ხორცზე მოთხოვნა არის, თუმცა ფინანსურის სირთულეები გამო ზოგიერთი მათგანი გადახდას ვერ ახერხებს. ძალიან ბევრ რესტორანთან ვთანამშრომლობთ, თუმცა დღეს მთავარ აქცენტს მაღაზიაზე ვაკეთებ“, - უთხრა BM.GE-ის ოთარ კობახიძე.

მეწარმე და ბიზნესმენი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობისა და ინფლაციური პროცესების მიუხედავად, „ანგუს ჯგუფი“ პროდუქციაზე ფასის შენარჩუნებას ახერხებს და რესტორნებს 1 კგ ანგუსის ხორცს 75 ლარად აწვდის.

ცნობისთვის: ოთარ კობახიძის ხორცის გადამმუშავებელი საწარმო „ნატურ ველის“ ბრენდით მიმდინარე წლის ივნისში, ვაკეში 250 000 ლარის ინვესტიციით ახალი მაღაზიის გახსნას და დამატებით 10 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები