მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანგუს ჯგუფი“ სექტემბერში მაღაზიას ხსნის - ინვესტიცია 200 000 ლარია

63049e01a9d2e
ალა ისპირიანი
23.08.22 20:14
1135
ანგუსების ფერმა “ანგუს ჯგუფი“ თბილისში საფირმო მაღაზიას ხსნის, რისთვისაც 200 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

BM.GE-სთან კომპანიის და ფერმის მმართველი ოთარ კობახიძე ამბობს, რომ მაღაზიის გახსნა, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს იგეგმება, რის გამოც ამ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია შეჩერებულია.

"დღეისთვის ფერმაში დაახლოებით 120 სული ანგუსი გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქციის რეალიზაცია თითქმის 2 თვეა შეჩერებული გვაქვს, კიდევ 80 სულის ჩამოყვანას ვაპირებთ. თბილისში, ფალიაშვილის N41-ში საფირმო მაღაზიის გახსნას მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს ვაპირებთ და კორპორაციულ გაყიდვებს იქიდან დავიწყებთ. თუმცა, მაღაზიაში მხოლოდ ხორცი არ იქნება. გვექნება ღვინის განყოფილება. ღვინოს პატარ-პატარა მარნებისგან შევისყიდით და ასევე იქნება კაფე", - ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ აღნიშნული საქმისთვის ჯამში 200 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. 

ცნობისთვის, ოთარ კობახიძის ხორცის გადამმუშავებელი საწარმო მაღაზიას „ნატურ ველის“ ბრენდით გახსნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები