Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის განცხადებით, კომპანიამ ბოლო 6 წელიწადში 100 კომპანია შეიძინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Apple-ის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია ყურსასმენების მწარმოებელი კომპანია Beats Electronics-ი, რომელიც რეპერი დოქტორ დრეს მიერ არის დაარსებული. Apple-მა აღნიშნული კომპანიის შესაძენად 3 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
Apple-ის მეორე ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი მელოდიების ამომცნობი პროგრამა Shazam-ია, რომელშიც 2018 წელს კომპანიამ 400 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.
თუმცა, Apple-ის მიერ დახარჯული თანხები ბევრად მოკრძალებულია, ვიდრე მისი კონკურენტი ტექნოლოგიური კომპანიები იხდიან.
მაგალითად, Microsoft-მა LinkedIn-ის შესაძენად 26 მილიარდი აშშ დოალრი გადაიხადა, Amazon-მა 13.7 მილიარდი აშშ დოლარი Whole Food-ის შესაძენად, ხოლო facebook-მა WhatsApp-ზე 19 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ Apple-ის უმეტესად ორიენტირებულია მცირე ზომის ტექნოლოგიური კომპანიებისშეძენაზე, რომელთა ინოვაციებს საკუთარი პროდუქციის გასავითარებლად იყენებს.