მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Apple-მა კრიპტო და NFT აპლიკაციებისთვის ახალი რეგულაციები დაამტკიცა

635bc0d98ba27
გიორგი თოლორდავა
29.10.22 00:10
837
მსოფლიოს უმსხვილესმა ტექნოლოგიურმა კომპანია Apple-მა App Store-ზე განთავსებული კრიპტო და NFT აპლიკაციებისთვის ახალი რეგულაციები დაამტკიცა.

საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, კრიპტობირჟებს Apple-ისთვის მოუწევთ შესაბამისი რეგიონული ლიცენზიის წარდგენა და იმის დამტკიცება, რომ მათ გარკვეულ ქვეყნებში ოპერირების უფლება მარეგულირებლის მიერ რეალურად აქვთ მინიჭებული.

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება უშუალოდ NFT აქტივების სავაჭრო პლატფორმებს შეეხება, კერძოდ, NFT ტრანზაქციები არა აპლიკაციის შიდა, არამედ Apple-ის საკუთარი საგადახდო სისტემით უნდა განხორციელდეს, რომლის სარგებლობის საკომისიო გადასახადიც 30%-ს აღწევს.

კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება მომხმარებლების უსაფრთხოებისა და საბანკო მონაცემების დაცვაზეა მიმართული, თუმცა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებით Apple-ს შემოსავლების გაზრდა სურს, ისევე როგორც ეს მობილურ თამაშებთან და გასართობ აპლიკაციებთან მიმართებით გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები