მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილიდან Phubber-ის აპლიკაცია აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩაეშვება

640c3ae3ae0a8
ლიკა გურაბანიძე
11.03.23 12:50
757
ყიდვა-გაყიდვის ქართული ონლაინ პლატფორმა Phubber-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ 2023 წლის აპრილიდან Phubber-ის აპლიკაცია აზერბაიჯანსა და სომხეთში აქტიურად ჩაეშვება და კომპანია მომხმარებლებთან კომუნიკაციასაც დაიწყებს.

“აზერბაიჯანის ეკონომიკა და მოსახლეობა საქართველოსაზე 3-ჯერ მეტია, მათთან ძალიან კარგადაა წარმოდგენილი ლაქშერი ბრენდები, საშუალო და მაღალი სეგმენტის პროდუქცია, რაც ჩვენი მთავარი ძლიერი მხარეა. ამ ბაზრების შემდგომ შესვლას ყაზახეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე ვგეგმავთ. ასევე დაინტერესებულები ვართ აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებით რუმინეთითა და ბულგარეთით.” - განმარტა გიორგი ჩუგოშვილმა.

მისივე განმარტებით, Phubber-ის აპლიკაცია უკრაინის ბაზარზე დღემდე რჩება. “აპლიკაცია 2021 წლის ბოლოს უკრაინის ბაზარზე გავიდა. ძალიან კარგი სტარტი გვქონდა, პირველ ერთ თვეში 10 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა მოცემულობა მთლიანად შეცვალა. დღეს Phubber-ი უკრაინაში მაინც მუშაობს, მაგრამ რა თქმა უნდა, არ არის ის ბრუნვა, რომელსაც ჩვენ ომის დაწყებამდე პერიოდში განვიხილავდით.” - განმარტა გიორგი ჩუგოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები