მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილის სტატისტიკა გვაიმედებს, რომ წლის ბოლომდე შემოდინებებს კიდევ გავზრდით - ტურიზმის ადმინისტრაცია

6285eea7c1efc
მარიამ ვარადაშვილი
19.05.22 11:22
585
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ აპრილში არსებულ ტურიზმის აღდგენის დინამიკას წლის ბოლომდე შეინარჩუნებენ.

„ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენი მთავარი მიზანია საერთაშორისო მოგზაურების კუთხით ტურისტების წილი იყოს რაც შეიძლება მაღალი, რაც ავტომატურად აისახება მიღებულ შემოსავლებზე. ამის კარგი მაგალითია იანვარი-აპრილის თვის მონაცემები, როდესაც 70%-ს მიაღწია შემოსავლების აღდგენამ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. აპრილში ჩვენ იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს არათუ შევინარჩუნებთ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე, არამედ კიდევ უფრო გავზრდით“,-განაცხადა ჯანიაშვილმა.

4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69%%-იანი აღდგენაა. რაც შეეხება 2022 წლის აპრილ, ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188,588,938 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6% აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 138,729,246 (+278.2%) აშშ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები