2023 წლის აპრილის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში $498 მილიონის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. მთლიანად წლის პირველ 4 თვეში საქართველოს ექსპორტი 1.96 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 23.5%-ით არის გაზრდილი.
ექსპორტთან ერთად გაზრდილია იმპორტიც, რამაც აპრილში 1.09 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. იანვარ-აპრილში იმპორტი 4.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 21%-ით არის გაზრდილი.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი საქონლის იმპორტი და ექსპორტი არის გაზრდილი. აღნიშნულ სტატისტიკას საქსტატი 19 მაისს გამოაქვეყნებს.