ამასთან, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ფასები 15.4 პროცენტით შემცირდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე. დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 14.0 პროცენტიანი კლება ფიქსირდება, ხოლო ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე - ფასების 88.8 პროცენტიანი კლება.
რაც შეეხება წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით მომსახურების ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 3.3 პროცენტიანი კლება.
