მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აპრილში სასტუმროების ფასი გაიზარდა - PMC

6464cf2bac8ad
მარიამ ვარადაშვილი
17.05.23 16:58
674
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი აპრილში, წინა თვესთან შედარებით 0.2%- ით შემცირდა.

თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი კახეთში (8.5%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-10.6%). 2023 წლის აპრილში სასტუმროების ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 7.1%-ით გაიზარდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (25.2%), ყველაზე დაბალი კი რაჭაში (-12.9%).

მარტში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 157 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 247 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 115 ლარი შეადგინა. 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 373 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 548 ლარი შეადგინა, თბილისში - 452 ლარი, სამცხეჯავახეთში - 354, ხოლო გურიაში - 328.

შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები