მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ არის აუცილებელი სულ გრანტები ვარიგოთ, საჭიროა იაფ კრედიტებზე წვდომა” - თაფლის მწარმოებელთა ასოციაცია

642ecf655b64a
ანუკა ჯოხაძე
08.04.23 16:43
771
ერთ-ერთი პრობლემა, რაც ადგილობრივ ბაზარზე თაფლის მოცულობების ზრდას აფერხებს თაფლოვანი მცენარეების სიმცირეა, - ამის შესახებ განცხადება “საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების" ვეტერინარიის კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ლაკვეხელიანმა გააკეთა. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზარზე ყველაზე დიდი მოთხოვნა აკაციის თაფლზეა, საქართველოში კი აკაციის ტყეები შემცირდა.

ლაკვეხელიანი ამბობს, რომ სახელწმიფომ თაფლოვანი მცენარეები უნდა გააშენოს, რადგან მისი თქმით, მხოლოდ მწარმოებლების მხრიდან ამ მიმართულებით გადაგმული ნაბიჯები საერთო ამინდს ვერ შეცვლის.

“თაფლოვანი ხეები ისეთნაირად უნდა იყოს განაწილებული, დარგული რომ გვქონდეს უწყვეტი თაფლის შემოდინება მთელი წლის განმავლობაში, სანამ მუშა პერიოდია. ამაში თუ ხელისუფლება არ ჩაერთო, მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციის წევრების მხრიდან დარგული 10 000 ძირი კლიმატს ვერ შეცვლის”, - ამბობს “საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების" ვეტერინარიის კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი ლაკვეხელიანი.

ამასთან, მისი თქმით, აუცილებელია მეფუტკრეებისთვის არა გრანტების, არამედ იაფიანი კრედიტების შეთავაზებაც.

“საჭიროა გლობალურად, ყველა მხრიდან შევხედოთ პრობლემას, როგორც სასწავლო ისე ნარგავების, ტექნოლოგიების და იაფ კრედიტებზე წვდომის კუთხით. არ არის აუცილებელი სულ გრანტები ვარიგოთ, მთავარია მეფუტკრეს ვასწავლოთ ანგარიში. იცოდეს თვითღირებულებს ანგარიში კარგად, რომ მისთვის ეს არა დამატებითი შემოსავლის წყარო იყოს, არამედ ბიზნესის ფორმა", - აცხადებს გიორგი ლაკვეხელიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები