მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიოს უმსხვილესი მაინინგ-ფერმა აშენდება, ინვესტიცია - $2 მილიარდია

648ad57b51156
გიორგი არონია
15.06.23 13:11
1773

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დადებითად განწყობილი სახელმწიფოა, მსოფლიოს უმსხვილესი მაინინგ-ფერმა აშენდება, - ამის შესახებ გამოცემა Unlock Media წერს. გამოცემის ინფორმაციით, პროექტს მაინინგ-კომპანია Phoenix Technology-ი ჩინურ Bitmain-თან პარტნიორობით განახორციელებს. პირველ ეტაპზე, ჩინური კომპანია Phoenix Technology-ის $615 მილიონის ღირებულების კრიპტომაინერებს გადასცემს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 650 მეგავატი იქნება. როგორც პროექტების ავტორები ამბობენ, საერთო ჯამში, პროექტის ჯამური ინვესტიცია $2 მილიარდი იქნება.

აღნიშნული პროექტი საინტერესოა, რადგან კრიპტომაინერებს, როგორც წესი, დაბალი ენერგოგადასახადის მქონე ცივ ქვეყნებში დგამენ, რაც საოპერაციო ხარჯს ამცირებს და მაინინგს მოგებიან ბიზნესად აქცევს. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაინინგ-ფერმა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მოეწყობა, სრულად განახლებად ენერგიაზე იქნება ბაზირებული, რისთვისაც კომპანია უდაბნოში მზის პანელების მოწყობას გეგმავს.

უნდა ითქვას ისიც, რომ მზის პანელების საკითხი ორიდან მხოლოდ ერთ პრობლემას აგვარებს - ელექტროენერგიის დანახარჯს. კრიპტომაინერების გადახურების პრობლემას Phoenix Technology-ი ჩინური Bitmain-ის გაგრილების აპარატურის გამოყენებით გეგმავს. როგორც ბიჟან ალი ზადეჰ ფარდი აღნიშნავს, Bitmain-ის სისტემები, რომლებიც წყლის აორთქლების ტექნოლოგიას ეფუძნება, კომპანიამ 60 გრადუსიან სიცხეში უკვე გამოცადა და ის გაცილებით უფრო ეფექტიანია, ვიდრე კრიპტომაინერების წყლით გაგრილება.

Phoenix Technology-ის დამფუძნებლის, ბიჟან ალი ზადეჰ ფარდის თქმით, ორი კომპანიის თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები