მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა”- სვანეთის სასტუმროები ელექტროენერგიის პრობლემაზე

635be820d05c8
ანუკა ჯოხაძე
30.10.22 20:00
578
მესტიაში მდებარე სასტუმროები მთავრობას მაინინგის პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. ბიზნესი შიშობს, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი, ელექტროენერგიის არასტაბილური მიწოდების გამო, ისევ ჩავარდება.

სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ამბობს, რომ გასული წლის შემდეგ ამ მიმართულებით უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, უფრო მეტიც რეგიონში მაინერების რაოდენობა გაზრდილია.

“შარშან ზამთარში ვნახეთ, რომ შესაბამისი უწყებების, მთავრობის მხრიდან ელექტროენერგიის პრობლემასთან დაკავშირებით მხარდაჭერა არ გვქონია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს მაინც, ეს პრობლემა მოგვარდება. შარშან რეალურად ტურისტული სეზონი ჩავარდა სვანეთში.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და სხვა სასტუმროების მფლობელებიც იმავეს ამბობენ, დიდად არანაირი ქმედითი ზომა ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ მიღებულა. ზამთარი სვანეთში ხანგრძლივია და მაშინ როცა გათბობა მთლიანად ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული, ხოლო ელექტროენერგია არ არის, სტუმრებს ვერ ვმასპინძლობთ", - აცხადებს სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ეკა გველესიანი.

"რისკი, რომ სვანეთი ზამთარშიც ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს, ისევ არსებობს" - სასტუმრო "ბუდე"

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 70 მლნ 777 ათას კვტ.სთ აღემატებოდა, რაც "ენერგო პრო ჯორჯიას" მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 24%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები