სპეცრაზმის მხრიდან აქციის (#არარულსკანონს) მონაწილეების არაერთხელ დაშლის მიუხედავად, დემონსტრანტები რუსთაველის გამზირს არ ტოვებენ.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცრაზმმა დემონსტრანტების დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა, მაგრამ - ამაოდ.
რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე ისევ გაისმა სირენების ხმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ სპეცრაზმი აქციის მონაწილეების კიდევ ერთხელ დასაშლელად ემზადებოდა.
ამ წუთებში სპეცრაზმი მოქალაქეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობს.