მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არასტაბილური ჯავშნები“ - სასტუმროების გამოწვევები პანდემიის პირობებში

61f1015235dad
ნინი ლონგურაშვილი
28.01.22 10:15
852
“სასტუმროებში ჯავშნები კეთდება, თუმცა წინასწარი გადახდის გარეშე, რაც სფეროსთვის არასტაბილურობის განცდას ტოვებს”, - ასე აფასებს სასტუმროების ინდუსტრიაში არსებულ მდგომარეობას სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ ჯავშნების უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის.

„ძირითადი დატვირთვა მაისსზე მოდის, თუმცა ვითარება სტაბილური არ არის, რადგან განსხვავებით სხვა წლებისა, დამსვენებლები თანხების პირველადი გადარიცხვისგან თავს იკავებენ. ამდენად, სასტუმროების ჯავშნების ბადეს თუ გადავხედავთ, მაისი ძირითადად შევსებულია, მაგრამ თუ ადრე დამსვენებლები ჯავშნების გაკეთებისას სასტუმროს ღირებულების, დაახლოებით, 30%-ს რიცხავდნენ, რაც გულისხმობდა იმას, რომ ეს ჯავშნები იყო გარანტირებული, სამწუხაროდ, დღეს წინასწარი გადახდისგან თავს იკავებენ ანუ არსებული ჯავშნები ნებისმიერ წუთს შეიძლება გაუქმდეს და გარანტირებული არ არის, რაც ბიზნესებისთვის რისკია“, - განმარტა bm.ge-სთან ჰოტელიერმა და იქვე დასძინა, რომ თუ დღეს არსებული ჯავშნების 80% არ გაუქმდა, „სექტორს კარგი წელი ელოდება“.

რაც შეეხება იმას, როგორი იყო 2021 წელს სასტუმრო ინდუსტრიისთვის, შალვა ალავერდაშვილი თბილისში არსებული სასტუმროების მაგალითზე ამბობს, რომ აღდგენის პროცესი გასული წლის მაისიდან დაიწყო და ყველაზე პიკური პერიოდი ივლისი იყო.

„წლიურ ჭრილში, თბილისში სასტუმროების დატვირთულობამ 35%-ს მიაღწია. შარშანდელი იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი ძალიან ჩავარდნილი იყო და 2020 წლის დონეს უტოლდებოდა, როცა ტურიზმი საერთოდ არ არსებობდა. მაისიდან კი აღდგენა დაიწყო; პიკური თვე გვქონდა ივლისი, როცა დატვირთვის კოეფიციენტმა მხოლოდ თბილისში 75%-ს მიაღწია. ეს ის პერიოდია, როცა ჩვენს სტუმრებსაც კი ვერ მოვემსახურეთ, იმდენად არ ვიყავით მზად ამ რაოდენობის ვიზიტორებისთვის. ჩვენთვის ასეთი მასშტაბის დატვირთულობა მოულოდნელი იყო, თუმცა როცა ივლისიდან კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყება დაანონსდა, მაგალითად, ისრაელიდან ჯავშნები მთლიანად გაგვიუქმდა. რაც შეეხება შემოდგომის სეზონს, სექტემბერში 50%-იანი დატვირთულობა გვქონდა, თუმცა ნოემბერი და დეკემბერი 30%-35%-იანი დატვირთულობით დაიხურა“, - უთხრა BMG-ს შალვა ალავერდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები