მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ვალი 1-2- წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს - მინისტრი

6079485d32e80
ინგა მურუსიძე
16.04.21 13:06
701
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო ვალი 1-2- წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, არავის უნდა ჰქონდეს.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქვეყნის პრიორიტეტად კვლავ რჩება საგარეო ვალის და ზოგადად ვალის შემცირების ტრენდის ჩვენება, თუმცა კოვიდმა უდიდესი წნეხი მიაყენა ქვეყნებს.

„ვალთან მიმართებაში მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ვალის მოცულობის ცვლილება არ იქნება, რადგან 500 მლნ-ის სანაცვლოდ მოხდა მეორე 500 მლნ-ის ჩანაცვლება; ანუ ვალის მოცულობა რჩება იგივე, საპროცენტო განაკვეთი იქნება გაცილებით დაბალი, 6.875%-დან 2.75%; დაახლოებით 5 წლის განმავლობაში 350 მლნ-ით ნაკლების გადახდა მოუწევს ბიუჯეტს იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი იქნება 2,5-ჯერ დაბალი, ვიდრე იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხვევაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა საგარეო ვალის სტრატეგიაზე საუბრისას თქვა, რომ საგარეო და საშინაო ვალი ყველა ქვეყანას მნიშვნელოვნად გაეზარდა მშპ-სთან მიმართებით.

„მოლოდინი იმისა, რომ ვალი 1-2- წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, არავის უნდა ჰქონდეს, რადგან საკმაოდ დიდია წნეხი, რომელიც კოვიდმა მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს. შესაბამისად, ყველა ქვეყანას საგარეო და საშინაო ვალი მნიშვნელოვნად გაეზარდა მშპ-სთან მიმართებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიწყოთ პროცესი, რომელიც შეამცირებს საგარეო ვალს ქვეყანაში და ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ყველას, მათ შორის ინვესტორებს, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებს, რომ ქვეყანა ფისკალურ დეფიციტს ამცირებს თანამიმდევრულად“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები