„ეს პერიოდი, არავითარ შემთხვევაში, არა“, - ასე უპასუხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ წამყვანის კითხვას, რომელიც მოქალაქეების მიერ სუფთა ჰაერზე, ქუჩაში სასეირნოდ გასვლას შეეხებოდა.
„დარჩნენ სახლში“, - აცხადებს ლევან რატიანი.
ცნობისთვის: Stopcov.ge-ის თანახმად, საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანი განიკურნა.
სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 394;
მათ შორის გარდაცვლილი - 4;
კარანტინის რეჟიმში - 5094;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3;