მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არც ისეა საქმე, რომ მიწის განვითარების სააგენტოს არაფერი გაუკეთებია - გახარია წილოსანს

5fe47f5f33c26
ინგა მურუსიძე
24.12.20 15:40
793
არც ისეა საქმე, რომ მიწის მდგრადი განვითარების სააგენტოს არაფერი გაუკეთებია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანის კითხვას, მიწის რეფორმირების შესახებ.

წილოსანმა გახარიას მიმართა და მთავრობა გააკრიტიკა - „მიწის რეფორმა სათანადოდ არ მიმდინარეობს“ - თქვა დეპუტატმა.

„მიხარია, რომ ფერმერებზე მზრუნველთა არმიას ნინო წილოსანიც შემოუერთდა. მიწის განვითარების მდგრადი სააგენტო შეიქმნა 2020 წელს. არის პრობლემები კადრების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, თუმცა კადრები დაკომპლექტდება უახლოეს მომავალში, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ სააგენტოს არაფერი გაუკეთებია. სააგენტომ მოამზადა მთავრობის დადგენილებები და კანონპროექტის პილოტი, რომელიც ეხება მიწის ბალანსის დაცვას, მიწის ბალანსის შექმნა და მისი ამოქმედება 2023 წელს იგეგმება.

თუ ვადებში იყო ჩამორჩენა პანდემიის გამო, ეს იქნება აღმოფხვრილი. მიწის კანონი, საკანომდებლო ჩარჩო, რომელმაც შედარებით მოაწესრიგა მიწასთან მიმართებაში ქვეყნის სტრატეგია, იყო მიღებული შარშან, რომელზეც ორი მოწვევის პარლამენტი მუშაობდა. ურთულესი საკანონმდებლო ინიციატივაა, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ყველა ეს ნიუანსი მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული, მაგრამ ტენიკური სამუშაოების დიდი ნაწილში, რაც საბოლოო შედეგთან არის დაკავშირებული, სპეციალისტები არიან ჩართული. დავეწევით, ქალბატონო ნინო, აუცილებლად“, - უპასუხა გახარიამ წილოსანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები