მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არემჯიმ“ სამთოელის დღე აღნიშნა

63a03f3807622
BM.GE
19.12.22 14:36
368
17 დეკემბერს კომპანია „არემჯიმ“ სამთოელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გამართა. უკვე მე-4 წელია, რაც კომპანიაში მივიწყებული ტრადიცია აღდგა და 4000-ზე მეტ დასაქმებულთან ერთად, ყოველწლიურად ამ დღეს პროფესიული დღესასწაული - სამთოელის დღე აღინიშნება.

თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტმა, მოწვეულ სტუმრებთან ერთად წლის 7 საუკეთესო თანამშრომელი გამოავლინა და მათ წლის სამთოელის საპატიო ჯილდო გადასცა.

ღონისძიებაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ მოწვეულ სტუმრებს და კომპანიის თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის.
„თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ სამთოელის დღეს. 10 წელი გავიდა „არემჯის“ დაფუძნებიდან და ჩვენ ძალიან გვიხარია ამ დღის, ასე საზეიმოდ აღნიშვნა. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთხრებით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გვაქვს როგორც წარმოების გადაიარაღების და განახლების, ასევე ეკოლოგიის თუ სოციალური საკითხების გაუმჯობესების კუთხით. ვფიქრობ ეს სასიკეთო ცვლილებები გვაძლევს სტიმულს, რომ ვიზეიმოთ და მივულოცოთ ერთმანეთს სამთოელის დღე“ - აღნიშნა ჯონი შუბითიძემ.

2022 წლის სამთოელები გახდნენ: ლუიზა გვარაძე - გამამდიდრებელი ფაბრიკის ფლოტატორი; ემზარ ყაფლანიშვილი - მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის ექსკავატორის მემანქანე; ალბერტ კუსიანი - სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სამსახურის უფროსის მოადგილე; დაზმირ ზურაბიშვილი - წყალქცევის უბნის უფროსი ოსტატი; ნინა პანიანი - ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის საქმეთა მწარმოებელი; შოთა ონიანი -მთავარი გეოლოგიური სამსახურის დასინჯვის გეოლოგი; მოხუბათ იბრაგიმოვი - ავტოტრანსპორტის სარემონტო საამქროს ზეინკალ-ხარატი. - ეს ადამიანები არაერთი ათწლეულია მუშაობენ კომპანიაში და საკუთარი წვლილი შეაქვთ მის განვითარებაში.

სამთოელის დღე, 2019 წელს, არემჯის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კორპორატიულ დღედ დაწესდა და კომპანიაში დასაქმებული 4000-ზე მეტი თანამშრომლისთვის უქმე დღედ არის გამოცხადებული.
R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები