მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 97%-მდე გაზარდა

64648044cb310
გიორგი არონია
17.05.23 11:22
2472

რეკორდული ინფლაციის ფონზე, რომელიც Trading Economics-ის ინფორმაციით 109%-ს შეადგენს, არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 600 საბაზისო პუნქტით, 97%-მდე გაზარდა. როგორც სამხრეთ ამერიკის რიგით მესამე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ასეთი მკვეთრი გადაწყვწტილება უწყებამ ფინანსური მერყეობის ინფლაციურ წნეხზე დაწოლისგან დასაცავად მიიღო.

პარალელურად ამისა, მკაფიო ნაბიჯების გადადგმა მოსალოდნელია ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ კვირაში ხელისუფლება არგენტინული პესოს გაცვლითი კურსის დასარეგულირებლად და იმპორტის წასახალისებლად გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების შემოღებას გეგმავს.

არგენტინაში დაფიქსირებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელს, ნაწილობრივ, არგენტინული პესოს მკვეთრი გაუფასურება განაპირობებს. გასული ერთი წლის განმავლობაში, არგენტინული პესო ამერიკულ დოლართან მიმართებით 144%-ით გაუფასურდა - გასული ერთი თვის განმავლობაში, გაუფასურების მაჩვენებელი 6.8%-ს შეადგენს.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა, მაღალ ინფლაციაზე გავლენას ახდენს ოქტომბერში ჩანიშნული მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები, რაც ქვეყანაში არსებულ გაურკვევლობას კიდევ უფრო ზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები