არქეოლოგთა ჯგუფმა ეგვიპტეში უდიდესი უძველესი ქალაქი აღმოაჩინა, რომელიც 3000 წლით თარიღდება და ამ დრომდე აღმოჩენილ ქალაქებს შორის ყველაზე ძველია. ამის შესახებ CNN წერს. ქალაქი სახელწოდებით - „ატენის ამაღლება“ ლუქსორის დასავლეთ სანაპიროზე ქვიშის ქვეშ აღმოაჩინეს.
არქეოლოგების ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქალაქი ფარაონ ამენჰოტეპ III-ის მეფობის დროს აშენდა, რომელიც ეგვიპტეს ძვ.წ. 1391 - 1353 წლებში მართავდა.
„ეს იყო ყველაზე დიდი ადმინისტრაციული და სამრეწველო დასახლება ეგვიპტის იმპერიაში”, - წერია განცხადებაში.
ამასთან, აღმოჩენილია ქალაქის ქუჩებში შემორჩენილი სახლები 10-მეტრიანი კედლებით, სახლების ოთახები კი სხვადასხვა ტიპის იარაღებით არის სავსე. არქეოლოგებმა ძველი ეგვიპტელი მოსახლეების ნივთებსაც მიაკვლიეს: ბეჭდებს, ფერად ჭურჭელს, ქოთნებს, რომლებსაც ადგილობრივები ხორცის დასამზადებლად იყენებდნენ და, ასევე, საქსოვის, ლითონის და მინის წარმოების ხელსაწყოებს.
ცნობისთვის: ეგვიპტეში აღმოჩენილი "ატენის ამაღლება" ბოლო დროს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქია.