მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არქი“ უახლოეს პერიოდში ახალ ქარხანას აამოქმედებს - ინვესტიცია €15 მილიონია

60ea8f9f1e1e4
ვიქტორია მღებრიშვილი
11.07.21 10:20
1596
„უახლოეს პერიოდში გავხსნით გერმანულ ქარხანას, რომელშიც 15 მლნ ევროს ინვესტიცია განვახორციელეთ“ - ამის შესახებ „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ Forbes კვირასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, თუმცა ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია.

უნდა აღინიშნოს, რომ „არქიმ“ უმსხვილეს გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად თბილისში Ytong-ის ქარხნის მშენებლობა ლილოს დასახლებაში 4 წლის წინ დაიწყო, რომელიც ენერგოეფექტურ და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკს აწარმოებს.

„Ytong-ის მწარმოებელი ქარხანას გერმანელ პარტნიორებთან ერთად ვაშენებთ. დღემდე მშენებლობაში იმპორტიორებულ პროდუქციას ვიყენებთ, რადგან არჩევანს ხარისხზე ვაკეთებთ. თბოსაიზოლაციო მასალა, როგორიცაა Ytong-ის ბლოკი გერმანიიდან და ბულგარეთიდან შემოგვქონდა. თუმცა ახლა უკვე ადგილობრივი ქარხანაც გაიხსენება და ვიამაყებთ იმ პროდუქციით, რომელსაც ადგილზე ვაწარმოებთ. ეს არ იქნება მხოლოდ იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქტი, ეს ექსპორტზე გათვლილი პროდუქციაა, რომელიც ექსპორტშიც დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა.

კომპანიის ინფორმაციით, კი იტონგის ქარხნის წარმადობა 180 000 კუბი იქნება და ის 60 ადამიანს დაასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები