მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არქი” ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლებას 2023 წელს დაასრულებს - მერია

62a1a70ea4c53
ანუკა ჯოხაძე
09.06.22 14:44
4138
ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროგრამა თბილისის მერის კახა კალაძის 2017 წლის თვითმართველობის არჩევნების პროგრამის ნაწილი იყო. ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის ბინების ჩანაცვლებას მერია კერძო სექტორს გარკვეული პირობების სანაცვლოდ სთავაზობდა, თუმცა ბიზნესთან თანამშორმლობით მხოლოდ ერთი პროექტი დაიწყო, რომელსაც კომპანია “არქი” ახორციელებს.

როგორც მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, ვარკეთილში “არქის” კონკრეტული მიწის ნაკვეთი გადაეცა, სადაც ჯამში 5 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თბილისის მერიას უკვე გადაეცა 45 ბინა. მომავალში კი მუნიციპალიტეტს კიდევ დამატებით 35 საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. პროექტი თავართქილაძის თქმით, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

“მზაობას გამოვთვამთ, რომ ნებისმიერი წინადადება მივიღოთ. ვარკეთილის მესამე მასივი ავარიული შენობების თვალსაზრისით ერთ-ერთი რთული რაიონია, რადგან ამ რაიონში ბევრია ძველი ხრუშჩოვკის ტიპის ბინა, რომელთა დიდი ნაწილი მძიმედ ავარიულია. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების ერთი მიმდინარე პროექტი ვარკეთილში გვაქვს, რომელსაც კომპანია “არქი” ახორიცილებს.

მუნიციპალიტეტის ჩართულობით სხვა პროექტებსაც ვახორციელებთ, თუმცა ამ შემთხვევაში სრულად კერძო სექტორის ჩართულობით ხდება შენობების ჩანაცვლება, რომლისთისაც მიწის ნაკვეთის გამოყოფა მოხდა”-აცხადებს თბილისის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი ირაკლი თავართქილაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები