მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქიტექტურის სამსახურმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ სკვერის პროექტზე თანხმობა გასცა

64392f23e24b2
შოთა ტყეშელაშვილი
14.04.23 14:53
527
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის წინ ახალი სკვერის მოწყობაზე შესაბამისი ნებართვა გასცა - ამის შესახებ სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ხდება ცნობილი.

თანდართული არქიტექტურული ფოროების თანახმად, სკვერის ის ნაწილი, რომელიც უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციის წინ მდებარეობს, ღობით იქნება შემოსაზღვრული.

ლანდშატური სამუშაოების შედეგად, ადგილზე დაირგვება მცენარეები და მოეწყობა გაზონები.

არქიტექტურულ პროექტს თან ახლავს ადგილის საინჟინრო შეფასებაც. მოდნის ის ნაწილი რომელიც კანცელარიის შენობის წინ მდებარეობს, მთავრობის ადმინისტრაციის მიწისქვეშა სპორტ-დარბაზის სახურავს წარმოადგენს.

bm.ge-მ პროექტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციას კითხვებით მიმართა, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ გამოცემამ ინფორმაცია საჯაროდ უნდა გამოითხოვოს. საჯარო ინფორმაციაზე პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები