მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი ხვალიდან დაიწყება

5d9d7cdb4c668
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 17:30
921
რამდენიმეთვიანი პაუზისა და მწვავე სავაჭრო ომის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი მოლაპარაკებების ახალ რაუნდს იწყებს. ოფიციალური ვაშინგტონისა და პეკინის წარმომადგენლები ხვალ, 10 ოქტომბერს შეწყვეტილ დისკუსიებს შტატებში განაახლებენ.

როგორც ცნობილია, ჩინურ დელეგაციას სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ლიუ ჰე უხელმძღვანელებს. შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი მან განაცხადა, რომ პეკინი არ აპირებს სამრეწველო პოლიტიკის და მთავრობის სუბსიდიების რეფორმირების საკითხების გადახედვას, რაც ის ორი ძირითადი საკითხია, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაჟინებით მოითხოვს.

ამერიკული მედია წერს, რომ სავაჭრო დაპირისპირების დარეგულირება, სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიური განვითარება მთავარ განსახილველ საკითხთა შორის იქნება, ამას გარდა, მოლაპარაკებების ახალ რაუნდში ვალუტის შესახებაც იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ შტატებმა ჩინეთი იუანით მანიპულაციაში არაერთგზის დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ წინა სავაჭრო მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ივლისში შედგა.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები