მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ჩინეთის ურთიერთობაში "დათბობის" ფაზა დგება - უცხოური მედია

5dc26907a78e4
მიხეილ ხაჩიძე
06.11.19 14:30
946
აშშ-სა და ჩინეთს შორის "სავაჭრო დავის"  შემდეგ, მსოფლიოში ორი უდიდესი ეკონომიკის ქვეყნების ურთიერთობაში "დათბობის" ფაზა დგება, - ამის შესახებ ამერიკულ მედიაში უკვე მეორე დღეა აქტიურად წერენ. Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთი და აშშ ბოლო თვეებში დაწესებულ საბაჟო ტარიფებს გააუქმებენ. გამოცემა შტატების მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აღნიშნული ორი ქვეყნის სავაჭრო კონფლიქტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეთნხმებაა. 


თავის მხრივ, Financial Times ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის მთავრობა ჩინეთის მიმართ სადამსჯელო ტარიფების მოხსნაზე მსჯელობს. ამას კი, საპასუხო დათმობა მოჰყვება ჩინეთის მხრიდანაც. 



ახალი ამბების სააგენტოების Bloomberg-ის და Reuters-ის ცნობით კი, ჩინეთი მიმართავს აშშ-ს, შეაჩეროს გარკვეული სადამსჯელო ტარიფები, სანამ პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, ხელშეკრულების გაფორმების მიზნით. "პეკინი ვაშინგტონს მოუწოდებს,  რაც შეიძლება მალე მოხდეს ყველა სადამსჯელო ტარიფების გაუქმება", - დასძენენ გამოცემები.


ამას გარდა, Bloomberg წერს, რომ აშშ ჩინურ პროდუქციაზე 110 მლრდ დოლარის საბაჟო გადასახადის გაუქმებას გეგმავს, 250 მლრდ-ის მოსაკრებელს კი, გაანახევრებს, ხოლო დეკემბერში დაანონსებულ ახალ ტარიფებს, დღის წესრიგიდან სრულიად გადახაზავს.



მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის "სავაჭრო ომი" ერთ წელზე მეტია გრძელდება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები