საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სექტორში წარმოდგენილ ექსპორტიორ და სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს სავაჭრო ბიუროსგან ახალი ლიცენზიისა და სპეციალური ნებართვის მიღება მოუწევთ, რომლის გარეშეც ვაჭრობა აკრძალული იქნება.
სავაჭრო დეპარტამენტის შეფასებით, პროცესორებისა და ჩიპების ექსპორტი შეიცავს გეოპოლიტიკურ რისკებს, რადგან ის, შესაძლოა, ჩინეთისა და რუსეთის მიერ მაღალტექნოლოგიური იარაღისა და, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის (A.I.) შესაქმნელად იქნეს გამოყენებული.
საგულისხმოა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს გრძელვადიან სტრატეგიულ დოკუმენტში ხელოვნური ინტელექტი და კვანტური კომპიუტერები უმაღლესი პოტენციური რისკის მქონე ტექნოლოგიებადაა მოხსენიებული, შესაბამისად, ამ ტიპის ტექნოლოგიის კონტროლი აშშ-ის მთავრობისთვის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
რეგულაციების გამკაცრების სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ნეგატიურად მიიღეს. ნახევარგამტარების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის, TSMC-ის აქციები თითქმის 9%-ით დაეცა; Shanghai Fudan Microelectronics-ის კაპიტალიზაცია 20%-ით დაეცა. რაც შეეხება ამერიკული კომპანიებს, Nvidia-ს აქციები 3.4%-ით შემცირდა; Intel-ის კაპიტალიზაცია 2%-ით დაეცა; AMD-ის აქციები კი 1%-ითაა შემცირებული.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Nvidia და AMD. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.