მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ევროკავშირისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა

642c062e8dc01
მარიამ ვარადაშვილი
04.04.23 15:10
529
აშშ ევროპისთვის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა. კერძოდ, დეკემბერში ევროგაერთიანების იმპორტში აშშ-ს ნავთობის წილი 18%-მდე გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში აშშ-დან ევროკავშირში 34.5 მლნ ბარელი ნავთობის იმპორტი განხორციელდა. ომამდე ევროგაერთიანებისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი რუსეთი იყო, რომლის წილიც იანვრის იმპორტში 31%-ს აღწევდა, რაც დეკემბერში 4%-მდე შემცირდა. 

დეკემბრიდან ძალაში შევიდა რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტზე დაწესებული როგორც ემბარგო, ასევე ზღვრული ფასი, რომელიც ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. ევროკავშირთან ერთად ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს დიდი შვიდეულის ქვეყნებმა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის შემცირება სხვა ქვეყნებით დაკომპენსირდა. 2022 წლის დეკემბერში აშშ-დან იმპორტირებული ნავთობის წილი ევროკავშირში 18%-მდე გაიზარდა, ხოლო ნორვეგიის 17%-მდე.

2022 წლის დასაწყისიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობის იმპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. გასული წლის იანვარში რუსეთი ევროპისთვის ნავთობის მთავარ მიმწოდებლად რჩებოდა.

Eurostat-ის მონაცემებით, 2021 წლის ბოლო კვარტალსა და 2022 წლის იანვარში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტი 39 მლნ ბარელიდან 49 მლნ-მდე მერყეობდა, რაც ევროკავშირის მთლიანი საიმპორტო მაჩვენებლის 24-31%-ს შეადგენდა. ომამდე ევროკავშირში ნედლი ნავთობის იმპორტში მეორე ადგილი აშშ-ს ეკავა 21 ათასი ბარელით, ეს მაჩვენებელი თავის მხრივ, ევროკავშირის მთლიანი მაჩვენებლის 13% იყო.

უკრაინის ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ევროკავშირში ნედლი ნავთობის იმპორტის განაწილება. როგორც Eurostat-ი წერს, ვითარება განსაკუთრებით არასტაბილური თებერვლიდან აპრილის პერიოდში იყო. ამ პერიოდში რუსული ნავთობის იმპორტის წილი 33%-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები