მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ეკონომიკა II კვარტალში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

64c26d4c674e4
გიორგი თოლორდავა
27.07.23 23:31
838
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, უფრო ზუსტად, 2.4%-ით გაიზარდა, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით მეტია წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

სტატისტიკის ბიუროს განმარტებით, 2%-იანი ეკონომიკური ზრდა სავაჭრო დეფიციტის შემცირებითა და ექსპორტის მაჩვენებლის ზრდითაა განპირობებული. აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა რეცესიაში ჯერაც არ არის და არსებობს იმის შანსიც, რომ ფედერალურმა რეზერვმა ინფლაციის მოთოკვის ამოცანას თავი ეკონომიკური ზრდის კრიტიკულად შეფერხების გარეშეც გაართვას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აშშ-ის მშპ 2.0%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები