მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის გუნდი რაგბის მსოფლიო თასზე საქართველოს უგულშემატკივრებს

63ce481c7f226
ირაკლი მოდებაძე
23.01.23 12:35
469
ახლახან, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთში გასამართ რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა, ჯორჯიელებმა გადაწყვიტეს მხარი საქართველოსთვის დაეჭირათ. ჯორჯიის რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სტივ მეისის განცხადება კი საქართველოს საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა:

"თქვენი ქვეყნის ერთგულება რაგბისადმი. ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეებიდან დაწყებული, მათი ჩათვლით, ვისაც აქვს პატივი, წარმოადგენდეს თქვენს ქვეყანას. თქვენი დამოკიდებულება და თავდადება ჩვენი საყვარელი სპორტისადმი გასაოცარია და პატივისცემას იმსახურებს. ამ თავდადებას, გაზარდოთ თამაში ფესვიდან ხის კენწერომდე, რაგბის ყველა ერი უნდა სწავლობდეს.

უზომოდ ამაყნი ვართ, რომ შეგვიძლია გიწოდოთ ჩვენი მეგობრები. იმედი გვაქვს, რომ ბორჯღალოსნებსა და ჩვენს მეგობრებს საქართველოს რაგბის კავშირში ოკეანის გაღმა მისწვდებათ ჩვენი გულშემატკივრობის ხმა მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისას. სტადიონსა და სახლებში. ჯორჯიიდან საქართველოში. წინ ბორჯღალოსნებო!’’ - ნათქვამია სტივ მეისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შემოდგომის ერთა სერიების ეგიდით, კარდიფში, უელსის წინააღმდეგ მოპოვებული ისტორიული გამარჯვების (12:13) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შესახებ, პრაქტიკულად ყველა გავლენიანი მედიასაშუალება ალაპარაკდა.

მსოფლიო რაგბი და გულშემატკივრები ერთხმად აღნიშნავდნენ ქართული რაგბის პროგრესს და ხაზს უსვამდნენ ისტორიულ წელს, რომლის განმავლობაშიც საქართველომ ორი დიდი გამარჯვება მოიპოვა – ბათუმში იტალიის, ხოლო კარდიფში უელსის წინააღმდეგ.

სწორედ ამ დროს მოექცა ყურადღების ცენტრში ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირი, რომელსაც საქართველოს ნაცვლად შეცდომით ულოცავდნენ მიღწეულ წარმატებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები