მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს

62b42992dee70
შოთა ტყეშელაშვილი
23.06.22 13:00
990
დღეს ევროპული საბჭო უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიტატის სტატუსის მინიჭების და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ მსჯელობს.

აღნიშნულ პროცესს ეხმიანება აშშ-ის ჰელსინკის კომისია, რომელიც ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ. ამის შესახებ კომისიის სენატორ ბენ კარდინის, სტივ კოენის, სენატორ როჯერ ვიკერისა და ჯო უილსონის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

"მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოდლოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის შესახებ. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკიკური კურსი.

უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას დიდი ხანია, აქვს დასავლეთთან ინტეგრაციის ოცნება. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ დაჟინებულ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, სასტიკი რუსული აგრესიის პირობებში. ქართველმა ხალხმა ასევე ბევრი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად.

მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ გზა ნათელია. გვჯერა, რომ უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასდროს არის შემთხვევითი წარუმატებლობისა და შემოვლითი გზების გარეშე, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპულ ოცნებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები