მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ჰოსპიტალური სექტორის ზარალი წელს $53-122 მილიარდის ფარგლებში იქნება

6037acf3b8be0
ნათია თაქთაქიშვილი
25.02.21 23:20
650
აშშ-ის ჰოსპიტალური სექტორის ზარალმა წელს, შესაძლოა, $53 მილიარდი შეადგინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკის საავადმყოფოების ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ასოციაცია ანგარიშში აღნიშნავს, სექტორში შემოსავლების ვარდნა კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება და უარესი სცენარის შემთხვევაში, ჰოსპიტალური ინდუსტრიის ზარალმა მიმდინარე წელს შესაძლოა 122 მილიარდი აშშ დოლარსაც კი მიაღწიოს.

ამერიკის საავადმყოფოების ასოციაცია უარეს სცენარში გულისხმობს ისეთ გარემოებებს, თუ ვაქცინის წარმოება და სასურველი რაოდენობის დოზების მიწოდება დაგვიანდება ან ვერ მოხერხდება, რადგან ორივე შემთხვევა საავადმყოფოებში მიმართვიანობის ზრდას გამოიწვევს. აღსანიშნავია, რომ კოვიდით ინფიცირებული პაციენტის მკურნალობით საავადმყოფო ნაკლებ შემოსავალს იღებს, ვიდრე დანარჩენი პაციენტების მკურნალობისას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ჰოსპიტალური სექტორის ზარალმა გასულ წელს 323.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები