ოთხდღიანი „ხსოვნის დღეების“ უქმეებზე, აშშ-ის კინო-თეატრებმა ბილეთების გაყიდვებიდან 100 მილიონის შემოსავალი მიიღეს, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაცისა CNBC-ი ავრცელებს.
თუმცა გამოცემა წერს, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კინო-თეატრების შემოსავალი 232 მილიონ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
Paramount-ის ფილმის „წყნარი ადგილი II-ის“ ჩვენებიდან მიღებულმა შემოსავალმა აღნიშულ პერიოდში 57 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 2018 წელს ფილმმა პირველი ნაწილიდან 50 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.
გამოცემა წერს, რომ კიდევ ერთი ფილმი, რომელმაც ოთხდღიანი „ხსოვნის დღეების“ უქმეებზე ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო, Disney-ის “კრუელაა”. ბილეთების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა ამ შემთხვევაში 27 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„ქვეყანაში კინო-თეატრებზე მოთხოვნა აღდგა, მიუხედავად იმისა, რომ მათ რთული რეგულაციების დაცვით უწევთ ოპერირება“, - განაცხადა JPMorgan-ის ანალიტიკოსმა ალექსია კვადრანმა.
უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე აშშ-ში ამჟამად კინო-თეატრების დაახლოებით 72%-ია ღია.