მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მოსახლეობის ნაწილი ტრამპის იმპიჩმენტს აპროტესტებს

5dfa179da5302
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.19 17:00
994
რამდენიმე საათით ადრე, სანამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს კენჭს უყრის,  ტრამპის ასობით მხარდამჭერი თაიმ-სკვერზე გამოსვლებს მართავს. ამის შესახებ CNN იუწყება.

გამოსვლებმა მოიცვა ორეგანოს შტატი და ფლორიდა;  მხარდამჭერები იმ ბრალდებებს აპროტესტებენ, რომელიც ტრამპს იურიდიულმა კომიტეტმა წაუყენა.

იურიდიული კომიტეტი ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

წარმომადგენელთა პალატის საპროცედურო კომიტეტმა უკვე დაამტკიცა დებატების გამართვის წესი, რომელიც ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციის კენჭისყრამდე გაიმართება.

დებატები ექვსი საათი გაგრძელდება. ეს დრო „დემოკრატიული“ და „რესპუბლიკური“ პარტიების წარმომადგენლებს შორის თანაბრად განაწილდება. ამის შემდეგ ამერიკელი კანონმდებლები ტრამპის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას უყრიან კენჭს.

ამას გარდა, წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს იმ კონგრესმენების კანდიდატურები, რომლებიც სენატში დაგეგმილ პროცესზე მხარეებად წარსდგებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები