აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში აცრა სავალდებულო გახდება მას შემდეგ, რაც ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება 18 წლის ასაკის ახალგაზრდებისათვის. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ უნივერსიტეტების ჩამონათვალი, რომლებიც აუცრელ სტუდენტებს აუდიტორებში არ დაუშვებს, დღითიდღე იზრდება. ჩამონათვალში შედის ისეთი ცნობილი სასწავლო დაწესებულებები, როგორიც იელი და კოლუმბიის უნივერსიტეტია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ზოგიერთი სკოლა და კოლეჯი ვაქცინაციის შემთხვევაში მზად არის წამახალისებელი ბონუსები დააწესოს, მაგალითად ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე დევიდსონის კოლეჯმა 100 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსი გამოყო კოვიდ-ვაქცინის გაკეთებისთვის.
აშშ-ს უნივერსიტეტები, სადაც კოვიდ-აცრა სავალდებულო იქნება:
1. Boston University
2. Yale
3. Georgetown
4. Norte Dame
5. Syracuse
6. Cornell
7. Rutgers
8. Brown
9. St. Edward’s
10. Oakland University
შეგახსენეთ, აშშ-ის უნივერსიტეტების უმეტესობამ სწავლა გასული წლის სექტემბრიდან განაახლა, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით და რეგულაციების დაცვით. ხოლო მას შედეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღა დაიწყო, მათი ნაწილი ონლაინ სწავლაზე გადავიდა.