მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში: ბაიდენს შეუძლია საქართველოში ვითარებაზე გავლენის მოხდენა

6034d771ba662
BM.GE
23.02.21 14:57
853
აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი დღეს დილით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საპოლიციო ძალების შეჭრას და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა. Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენები აშშ-ის ადმინისტრაციისთვის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გამოწვევას წარმოადგენს.

"ნავალნის დაპატიმრება პირველი ტესტი იყო. მიანმარის გადატრიალება მეორე. საქართველო მესამე ტესტია. ბაიდენმა პირობა დადო, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების წინსვლისთვის მეტს გააკეთებდა. ახლა დროა, ეს სიტყვები საქმედ იქცეს. ბაიდენი იცნობს საქართველოს. მე მასთან ერთად ვიყავი იქ 2009 წელს. მას შეუძლია ზეგავლენის მოხდენა ვითარებაზე", - წერს მაკფოლი.

ნიკა მელია დღეს, პარტიის ოფისში დააკავეს. სპეციალური დანიშნულების რაზმმა ოფისში წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც მელიას მხარდამჭერებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და სპეცრაზმმა მელია დააკავა.

მომხდარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა. ისინი საქართველოს მთავრობას თავშეკავებისკენ და დემოკრატიის ერთგულებისკენ მოუწოდებენ. 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები