მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა რუსეთის უმდიდრესი მოქალაქე ვლადიმირ პოტანინი დაასანქცირა

639b79a80f2c4
ალა ისპირიანი
15.12.22 23:47
709
აშშ-მ რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრეს მოქალაქე, ვლადიმირ პოტანინსა და რუსულ კომერციულ ბანკ Rosbank-ს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ვლადიმირ პოტანინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა.

რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ვლადიმირ პუტინის ბიძაშვილს ანა ცივილიევასაც, რომელიც ნახშირის მომპოვებელი ჯგუფის - JSC Kolmar-ის პრეზიდენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები