მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა უნგრულ “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს” სანქციები დაუწესა

6437b8d76cc50
გიორგი არონია
13.04.23 13:35
642

რუსეთთან ახლო კავშირის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინამ უნგრულ “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკს” სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

სახელმწიფო ხაზინის თქმით, ბუდაპეშტში “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის” არსებობა ოფიციალურ მოსკოვს ევროკავშირსა და NATO-ში ჯაშუშობისა და სხვა “მავნე პრაქტიკების” გატარების საშუალებას აძლევს. თავად ბანკის ერთად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბანკის სამი აღმასრულებელი დაასანქცირა, ესენია რუსეთის მოქალაქეები ნიკოლაი კოსოვი და გიორგი პოტაპოვი და უნგრელი იმრე ლაზლოცკი - სახელმწიფო ხაზინა მათ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის” საქმიანობის რუსეთთან შეთანხმებაში ადანაშაულებს.

“საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი” მსხვილი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის სათავო ოფისი მოსკოვიდან ბუდაპეშტში 2018 წელს გადავიდა. ამასთან, ბანკი საერთაშორისოცაა, რადგან ის მის წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც, უმეტესწილად, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები არიან, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამგვარად, ბანკის სანქცირება მოულოდნელი არ არის, რადგან მისი სათავო ოფისის ევროკავშირში გადატანას, ამერიკელი სენატორები ჯერ კიდევ წლების წინ ეწინააღმდეგობოდნენ, რადგან მათი თქმით, ეს ნაბიჯი საფრთხეს წარმოადგენდა, როგორც აშშ-სთვის, ასევე მისი მოკავშირეებისთვის. რამდენიმე დღის წინ, მსგავსი პათოსის განცხადება გაავრცელა უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ჩეხეთმა, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა და რუმინეთმა ბანკის საბჭო დატოვეს ან ტოვებენ. დღეს, “საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის” საბჭოში ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო რჩება და ისიც - უნგრეთია. ამასთან, ბანკის საბჭოში კუბა, მონღოლეთი, რუსეთის ფედერაცია და ვიეტნამი რჩებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები