მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

622b738f126fb
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.22 20:07
6081
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები დაანონსა, რომლებიც ძირითადად საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაწესდება და ის რუსეთს საქონლის ექსპორტს გაურთულებს, ხოლო ცალკეულ პროდუქტებზე კი ექსპორტს საერთოდ შეაჩერებს. კერძოდ, აშშ რუსული ზღვის პროდუქტების, რუსული ბრილიანტების და სპირტიანი სასმელების იმპორტს იკრძალავს.

ასევე იზრდება სანქცირებული ოლიგარქების სიაც. 

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად დავაანონსებთ ახალ ზომებს. რუსეთს ჩამოვართმევთ ვაჭრობაში უპირატესი პარტნიორის სტატუსს. ეს სტატუსი ნიშნავს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის არის შეთანხმება ვაჭრობის გამარტივების შესახებ. სტატუსის მოხსნა გაართულებს რუსეთისთვის ვაჭრობას. სხვა ქვეყნების მიერაც ანალოგიურის გაკეთება რუსეთს  მსოფლიოს ეკონომიკის ნახევართან ვაჭრობას გაურთულებს.

ჩვენ ასვე ვდგამთ ახალ ნაბიჯებს რუსეთის წამყვანი სექტორების წინააღმდეგ. მათ შორისაა ზღვის პროდუქტები, არაყი და ბრილიანტები.

ასევე, ჩვენ რუსეთს შევუზღუდავთ ისეთი საფინანსო ინსტიტუტებიდან თანხის მოზიდვას, როგორიცაა IMF და მსოფლიო ბანკი.

პუტინი არის აგრესორი, პუტინმა ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოს; "დიდი შვიდეული" ასევე ამკაცრებს სანქციებს კორუმპირებული ოლიგარქების წინააღმდეგ. ჩვენ ვამატებთ ახალ სახელებს ამ სიაში.

ჩვენ ვზრდით კოორდინაციას მათი თანხების დაყადაღებისთვის.

სუპერიახტების და ასეულობით მილიონიანი სახლების დაყადაღებასთან ერთად, მათ გავურთულებთ ჩვენს ქვეყანაში დამზადებული პროდუქციის შეძენას. ჩვენ რუსეთში ფუფუნების საგნების ექსპორტს ვკრძალავთ",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები