მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს ღვინის ექსპორტში 2.1%-იანი წილი უკავია - TOP-10 კომპანია, რომელიც ამერიკაში ღვინოს ყიდის

აშშ ღვინო

საქართველო აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანამ ამერიკაში საქონლის რეალიზებით 45 მლნ 712 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ექსპორტს 86.7%-ით ჩამორჩება.

ამერიკაში რეალიზებული საქონლის რეიტინგში ფეროშენადნობების შემდეგ ყურძნის ნატურალურ ღვინოებს მეორე ადგილი უკავია. თუმცა ღვინის მთლიან ექსპორტში აშშ-ს ბაზარს მხოლოდ 2.1%-იანი წილი უკავია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ამერიკის მიმართულებით გატანილი ღვინის მოცულობები და ექსპორტი თითქმის არ შეცვლილა. წელს საქართველომ სტრატეგიულ დასავლელ პარტნიორთან 426 ტონა ღვინის რეალიზებით 2 მილიონ 670 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. (2022 წლის 6 თვეში 2.673 მლნ დოლარი, 415 ტონა).

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველოდან ამერიკის მიმართულებით ღვინის ექსპორტის ისტორიაში, 2023 წლის პირველ ნახევარში რეალიზებული ღვინის მოცულობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

BM.GE დაინტერესდა - რომელ კომპანიებს გააქვთ აშშ-ში ღვინო და საქსტატიდან TOP-10 ექსპორტიორი კომპანიის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. იანვარ-ივნისის მონაცემებით, წელს ამერიკაში ყველაზე მეტი მოცულობის ღვინო სს თელავის ღვინის მარანმა, სს თელიანი ველმა, სს კორპორაცია ქინძმარაულმა, შპს დუგლაძეების ღვინის კომპანიამ; შპს ვინაგორამ, შპს თელედა, შპს კახური ღვინის მარანმა, შპს კორპორაცია ქართულმა ღვინომ, შპს ჯეო ალკო თრეიდინგმა და შპს ჯოს! ვაინსმა გაიტანეს. ცნობისთვის, ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები