თეთრი სახლი აცხადებს, რომ აშშ გეგმავს შეუერთდეს ევროკავშირს და სანქციები დაუწესოს პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.
როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ პსაკიმ განაცხადა, აშშ ევროკავშირის გადაწყვტილების გვერდით დგას და პირადად კრემლის ლიდერსა და ლავროვს, ასევე რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის წევრებს სანქციებს უწესებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ამერიკული სანქციები სამოგზაურო შეზღუდვებს მოიცავს. მისივე თქმით, დეტალები სანქციებთან დაკავშირებით მოგვიანებით გამოქვეყნდება.