მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოყოფს

6268e48248194
გიორგი თოლორდავა
27.04.22 10:40
669
რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხის შესაკავებლად და თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისა და დამატებით 15 მოკავშირე სახელმწიფოსთვის 713 მილიონ დოლარს გამოყოფს, აღნიშნული თანხიდან 35 მილიონ დოლარს საქართველო მიიღებს.

გამოყოფილი თანხიდან 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება, დარჩენილი კი ბალკანეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გადანაწილდება.

„საქართველო $35 მილიონს მიიღებს, რაშიც შედის: ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობა, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, საველე საარტილერიო ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერთავდაცვა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელსაც საქართველომ აშშ-სგან 35 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები