მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ სეზონური დასაქმებისთვის დამატებით 22 ათას ვიზას გასცემს

607fcb3e848d4
თათია კაკიაშვილი
21.04.21 12:45
950
აშშ სეზონური დასაქმებისთვის დამატებით 22 ათას ვიზას გასცემს, საიდანაც 6 ათასი კვოტა გვატემალას, ჰონდურასის და სალვადორის მოქალაქეებისთვის არის დაჯავშნილი. ამის შესახებ აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას Freenews.live ავრცელებს.

„შრომის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით 22 ათას H-2B ვიზას გასცემს სეზონურად, არასასოფლო-სამეურნეო სექტორებში დასაქმებულებისთვის. ზაფხულის სეზონისთვის დამატებითი ვიზები ხელმისაწვდომი უახლოეს თვეებში გახდება“, - წერია განცხადებაში.

რაც შეეება აგროსექტორში სეზონურ დასაქმებას, მსურველები ისარგებლებენ ცალკე - H-2A სავიზო პროგრამით, რომელსაც კონგრესის მიერ დაწესებული შეზღუდვა არ ეხება. 

ამასთან, WSJ-ის ცნობით, აღნიშნული 22 000 ვიზა ემატება იმ 66.000 H-2B-ს, რომელსაც აშშ-ის მთავრობა სეზონურად დასაქმებულებისთვის ყოველწლიურად გასცემს. 

ცნობისთვის: სეზონური დასაქმების პროგრამა, რომელიც ცნობილია როგორც H-2B სავიზო პროგრამა, ამერიკელ დამსაქმებლებს საშუალებას აძლევს, წელიწადში, დაახლოებით, 66,000 დროებითი უცხოელი მუშა ხელი დაიქირავოს. კონგრესი კი ქვეყნის უსაფრთხოების დეპარტამენტს უფლებას აძლევს, ეს ზღვარი ყოველწლიურად 64 000 დამატებითი ვიზით გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები