მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში 4 მლნ-მდე სამუშაო ადგილი გაქრა

5f7b176352901
ნათია თაქთაქიშვილი
05.10.20 21:39
1324
აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე 4 მილიონამდე სამუშაო ადგილი სამუდამოდ დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, შრომის სტატისტიკის ბიურო აღნიშნავს, რომ მხოლოდ სექტემბერში უმუშევართა რიცხვი 345,000-ით გაიზარდა და ისინი კლასიფიცირებულები არიან, როგორც პირები, რომლებმაც სამუდამოდ დაკარგეს ძველი სამუშაო ადგილი.

გამოცემა წერს, რომ დროებით დაკარგული სამუშაო ადგილები პერმანენტულად დაკარგული რჩება, რადგან ხშირად ბიზნესები იხურება. იმ პირების რაოდენობამ, ვინც პერმანენტულად დაკარგა სამუშაო ადგილი სექტემბრის თვეში 35.6% შეადგინა, მაშინ როდესაც ეს რიცხვი 11.1%-ს შეადგენდა აპრილის თვეში.

„ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია არა მხოლოდ იმ პირებისათვის, ვინც სამუშაო ადგილები დაკარგა, არამედ ეკონომიკური აღდგენის თვალსაზრისითაც“, - აცხადებს PNC-ის მთავარი ეკონომისტი გუს ფაუჩერი.

გამოცემა აქვე იუწყება, რომ სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ აცხადებენ ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიც არის Disney (DIS), სადაზღვევო კომპანია AllState (ALL), Raytheon Technologies (RTN) და Goldman Sachs-ი.

გასულ კვირას თანამშრომლების შემცირების შესახებ ასევე განაცხადეს ავიაკომპანიებმა American Airlines-მა და United Airlines-მა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიები დაახლოებით 32 000 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები