აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. მილიონობით ამერიკელი მომავალ პრეზიდენტს ირჩევს. 100 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი წინასწარ დააფიქსირა.
ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, 74 წლის დონალდ ტრამპი და 77 წლის დემოკრატი ჯო ბაიდენი უპირისპირდებიან.
როგორც წინასაარჩევნო გამოკითხვები აჩვენებს, ბაიდენი უსწრებს ტრამპს, თუმცა, რამდენიმე შტატის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება საპრეზიდენტო კანდიდატთა რბოლაში.
მედიის ცნობით, ქვეყანაში ამომრჩეველთა ისტორიულად მაღალი აქტივობა ფიქსირდება. პირველი საარჩევნო უბნები (აღმოსავლეთ შტატებში) თბილისის დროით ღამის 3 საათზე დაიხურება, ბოლო კი დილის 10 საათისთვის.
ცნობისთვის, თუ დონალდ ტრამპი დამარცხდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა 1992 წლის შემდეგ, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მეორე ვადით არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეძლებს.