მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში საშობაოდ Online გაყიდვები გაიზარდა

5e0609dee7872
ნათია თაქთაქიშვილი
27.12.19 20:00
987
MasterCard Inc-ი Online გაყიდვების ზრდაზე აცხადებს.

საცალო გაყიდვების ზრდას დონალდ ტრამპიც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ 3.4%-იანი მატება აღინიშნა შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

MasterCard-ის წარმომადგენელი კი, ამ ზრდას სადღესასწაულო პერიოდს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ სადღესასწაულო გაყიდვები წლიური გაყიდვების 40%-ს შეადგენს. Online გაყიდვების წილმა კი, 14.6% შეადგინა საერთო გაყიდვებში და აღნიშნული მონაცემი 18.8%-ით არის გაზრდილი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2019 წელს Online გაყიდვებს გამოწვევებიც ჰქონდა. სადღესასწაულო სეზონი საცალო ვაჭრობისთვის რთული აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ონლაინ გაყიდვების პლატფორმამ Amazon-მა შეძენილი პროდუქტების დაბრუნების პოლიტიკა შეზღუდა და მომხმარებელი იძულებულია არასასურველი ნაყიდი პროდუქცია იანვრამდე დააბრუნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები