მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-სთან ფრენების კომერციალიზაციისთვის საკმარისი მგზავრთნაკადი უნდა იყოს - არჩუაძე

63983a2d14db9
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.22 12:47
656
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცადებით, აშშ-ისთან პირდაპირი ფრენების დანიშვნაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა სურვილთან ერთად ამ ფრენების შესასრულებლად მგზავრების საკმარისი რაოდენობაც აუცილებელია. 

„ამერიკასთან ფრენებს რაც შეეხება, ამ თემაზე საუბარი და მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მიმართულებაზე ოპერირებისთვის საჭიროა გარკვეული პროცესების ორგანიზება როგორც აეროპორტში, ასევე საავიაციო ხელისუფლების დონეზე და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების ნაწილშიც. თუმცა ასევე აღსანიშნია, რომ მგზავრთნაკადის ოდენობა უნდა იყოს საკმარისი, რათა ეს ფრენა კომერციულად მომგებიანი იყოს. როგორც კი ეს გათვლები და სურვილები ერთმანეთს დაემთხვევა, ფრენები აუცილებლად შედგება“, - განაცხადა არჩუაძემ.

შეგახენებთ, რომ ქართულმა მხარემ ამერიკულ ავიაკომპანიებთან (United Airlines, Delta Airlines, American Airlines) შეხვედრები ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში გამართა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მაშინ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საავიაციო მიმოსვლის დაწყებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებზე ისაუბრეს და ამ მიზნით, საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები